შეთავაზება კომპანიებს

აზროვნების და კორპორაციული კულტურის განვითარება თქვენი კომპანიის სრული პოტენციალის ასათვისებლად

რა აერთიანებს ყველა კომპანიას?

ყველა კომპანიას აერთიანებს ერთი რამ — ეს არის ზრდის სურვილი, გაყიდვების ზრდა, მოგების ზრდა, მარჟის ზრდა, ბაზრის წილის ზრდა, მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, პროდუქტების ზრდა და ნებისმიერი სხვა ტიპის ზრდა.

გაყიდვების ზრდა

მოგების ზრდა

ბაზრის წილის ზრდა

მომხმარებლების რაოდენობის ზრდა

პრობლემა

თუმცა კომპანია გადის თავის ცნობიერების ანუ აზროვნების განვითარებების ეტაპებს და სანამ ყოველი ეტაპი არ დაიხურა ზრდის კუთხით, შეუძლებელია ხარისხიანი გადასვლა განვითარების შემდეგ ეტაპზე.

ხშირია, როდესაც სისტემების განვითარების ზომის კომპანია იმართება კრიზის მენეჯმენტურად, მუდმივი ხანძრების ჩაქრობის ცნობიერებით, ან ოჯახური ურთიერთობების ცნობიერებით — ტოტალური კონტროლით და სუსტი დელეგირებით, ანუ კომპანია გაიზარდა ზომაში და მას მართავენ მცირე ზომის კომპანიის აზროვნებით და პრინციპებით, რაც სერიოზულად აფერხებს კომპანიის სრული პოტენციალის ათვისებას.

როგორ ვეხმარები კომპანიებს, ენტერპრიონერებს, მენეჯერებს და გუნდებს?

აზროვნებისა და კორპორაციული კულტურის აუდიტი

პირველ რიგში აზროვნებისა და კორპორაციული კულტურის აუდითის პროცესით. აუდიტს მოაქვს სიცხადე თუ რა ფასეულობების ადამიანები ფლობენ ან მართავენ კომპანიას, სად არის აცდენა პირად ფასეულობებსა და კომპანიის რეალურ ფასეულობებს და პრინციპებს შორის.

სიცხადის შექმნა

მეორე რიგში მოაქვს სიცხადე სად არის აცდენა კომპანიის აზროვნების და ცნობიერების პოტენციალს და რეალობას შორის. მესამე რიგში აუდიტი იძლევა სიცხადეს თუ რა არის კომპანიის აზროვნების მუხრუჭები, რომლებიც ამუხრუჭებენ კომპანიის პოტენციალის ათვისებას.

სამოქმედო გეგმა

აზროვნების და კორპორაციული კულტურის აუდიტის შედეგების გაცნობიერების შემდგომ, კომპანიის მფლობელებს ან/და მენეჯმენტის გუნდს ეძლევა შესაძლებლობა შექმნან ახალი შეთანხმება, რომლის მიხედვით იკვრება სამოქმედო გეგმა თუ როგორ განამტკიცებს კომპანია სასურველ ფასეულობებსა და პრინციპებს და როგორ შეამცირებს მალიმიტერებელი მუხრუჭების ზემოქმედებას კომპანიის ოპერირებაში.

ლიდერული უნარების განვითარება

რადგან ვითარდებიან ლიდერები და განვითარებული ლიდერები ანვითარებენ უკვე კომპანიას, მე ვეხმარები ლიდერებს, პირადი, ლიდერული და საკომუნიმკაციო უნარების განვითარებაში.

კრიტიკული ლიდერული და საკომუნიკაციო უნარები:

ღრმა მოსმენა

თვითრეფლექსია

სტრესისა და რეაქციის მართვა

ემოციური და საჭიროებების ინტელექტი

პროდუქტიული უკუკავშირის მიცემა

სიცხადის შექმნა

მაგალითისთვის ისეთი კრიტიკული ლიდერული და საკომუნიკაციო უნარების, როგორიც არის ღრმა მოსმენა, თვითრეფლექსია, სტრესისა და რეაქციის მართვა, ემოციური და საჭიროებების ინტელექტი, პროდუქტიული უკუკავშირის მიცემა, სიცხადის შექმნა და მრავალი სხვა ლიდერული უნარი, რომელიც არ ისწავლება არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში, არც ერთ ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამაში.

დაინტერესდი?

დაგვიკავშირდით ჩვენთან კონსულტაციის დასაჯავშნად